ძალადობა შშმ პირზე - პროკურატურა საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს

11.02.24 17:12
ძალადობა შშმ პირზე - პროკურატურა საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს

პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს. საქმე ეხება შშმ პირზე ძალადობას. შოთაძის უწყებაში მიაჩნიათ, რომ 31 წლის ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული მოსამართლეს გირაოთი არ უნდა გაეთავისუფლებინა.

მოლოდინი ძალიან მცირე მაქვს, რომ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, დარჩება ძალაში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია არ ვიცი, იმიტომ, რომ არ არის ჯერ გათავისუფლებული, - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი მერი ცინარიძე.

81 წლის მამაკაცმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირზე აჭარაში იძალდა. ხანდაზმულ კაცს ბათუმის სასამართლომ 50 ათას ლარიანი გირაო დააკისრა და სასამართლოდან გაათავისუფლა.