თბილისში, ავლაბარში შუახნის კაცი მოკლეს

11.02.24 18:10
თბილისში, ავლაბარში შუახნის კაცი მოკლეს

თბილისში, ავლაბარში შუახნის კაცი მოკლეს. წინასაწი ინფორმაციით, 50 წლამდე კაცს ცეცხლი ქუჩაში მაშინ გაუხსნეს, როცა ის გზას კვეთდა. ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. დაჭრილი სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

მკვლელობაში ბრალდებულმა გაქცევა მოასწრო.