სათვალთვალო კამერები ყველა ქუჩასა და კუთხეში - რა საფრთხეებს შეიცავს მოქალაქეების ტოტალური კონტროლი?
ტოტალური კონტროლი და თვალთვალის უპრეცენდენტო მასშტაბი - საქართველოში ყველა ქუჩაზე და ყველა კუთხეში სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. სახელმწიფო უწყებები მასობრივად იყენებენ იმ ჩინური წარმოების კამერებს, რომელზეც ევროპის ქვეყნებმა უარი თქვეს. კომუნისტური ქვეყნიდან შემოტანილი სათვალთვალო მოწყობილობა არ ნიშნავს, რომ ის უხარისხოა. საქმე ისაა, რომ მისი მწარმოებელი კომპანიები შტატების მიერაა დასანქცირებული, რადგან რუსული კომპანიებიის სტრატეგიული პარტნიორი არიან .
რატომ არის საფრთხე სათვალთვალო მოწყობილობები? ძალოვან უწყებებს მოქალაქეების ცხოვრებაზე სსრული წვდომა აქვთ. კამერებს სახის ამოცნობა შეუძლიათ და დიდი ალბათობით იწერება ხმაც. სახელდება მეორე პრობლემაც: კამერების სისტემებში შესვლა ადვილია იმ რუსულენოვანი ჰაკერებისთვის, რომლებსაც ჩინური ბაზების ე.წ გასაღები აქვთ.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.