ქვეყანაში ექთნების დეფიციტია - რატომ არ უნდათ ამ პოზიციაზე დასაქმება?

11.02.24 20:26
ქვეყანაში ექთნების დეფიციტია - რატომ არ უნდათ ამ პოზიციაზე დასაქმება?

 

 

რატომ არ უნდათ საქართველოში ექთნის პოზიციაზე მუშაობა? მთავარი მიზეზი დაბალი ანაზღაურებაა. ერთი საათი - ოთხი ლარი და 40 თეთრი - ეს ის თანხაა, რომელსაც დღეს ქვეყანაში ექთნებს უხდიან. დაბალი ხელფასის გამო კლინიკებს პერსონალი მასობრივად ტოვებს. ეს კატეგორია იძულებულია ან ემიგრაციაში წავიდეს ან სალონში დაიწყოოს მუშაობა.

აუდიტის სამსახური წერს, რომ ასი ათას მოსახლეზე მხოლოდ 828 ექთანი ფიქსირდება. კადრების დეფიციტია თბილისშიც და რეგიონებშიც. განსაკუთრებით პროოლემურია ეს საკითხი რეანიმაციაში, სადაც მძიმე პაციენტებსს  მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებათ. გარდა ამისა, ჯანდაცვის სისტემა არაფერს აკეთებს, რომ ამ პოზიციაზეე ახალგარზდა კადრები მოიზიდოს.

აუდიტის გამოქვეყნებული დოკუმენტით ვიგებთ, რომ ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული ექთნების  თითქმის 38%  50 წელს გადაცილებულია.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.