სახლიდან მოპარული იარაღით მოკლული 4 ადამიანი - ძმები ორველაშვილები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
სახლიდან მოპარული იარაღით მოკლული ოთხი ადამიანი - უმძიმეს დანაშაულში მხილებული კაცი დღეს რუსთავის სასამართლოში ითხოვდა, მისთვის გირაო არ შეეფარდებინათ, რადგან დანაშაულის სიმძიმეს კარგად გრძნობდა. გიორგი ორველაშვილს სახეზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. მოსამართლის კითხვაზე, სად მიიღო დაზიანება, ბრალდებულმა არ უპასუხა.
განსასჯელის სკამზე რუსთავის სასამართლოში იჯდა 19 წლის ჯარისკაციც. სწორედ ძმის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლაა 35 წლის გიოირგი ორველაშვილმა ბიძა და კიდევ სამი ადამიანი. მკვლელლობის მოტივი შურისძიებაა. ახლა ყველა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. სამხარაულმა უნდა თქვას, იყო თუ არა შერაცხადი ორველაშვილი, როცა ოთხი ადამიანი ეგრეთ წოდებული სტამბოლის ბაზარში მოკლა და ერთი მძიმედ დაჭრა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.