ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი კაცის მკვლელობისთვის 2 ადამიანი დაკავებული - რა გახდა ანგარიშსწორების მიზეზი?

12.02.24 11:35
ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი კაცის მკვლელობისთვის 2 ადამიანი დაკავებული - რა გახდა ანგარიშსწორების მიზეზი?

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ფელიქს კაპანოვის მკვლელობისთვის ორი ადამიანია დაკავებული.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 47 წლის კაცს  ჩასაფრება ავლაბარში ძმებმა მოუწყვეს. კაპანოვს ჯერ ფიზიკურად ჯგუფურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილს იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული  თავიისა და კისრის არეში, რომ ის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის მოტივთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერტსიით, მხარეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ირკვევა, რომ ამის შემდეგ ფელიქს კაპანოვი სასჯელს საპატიმრო დაწესებულებაში იხდიდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დატოვა და სწორედ ამის შემდეგ მოუწყვეს მას ჩასაფრება.

დაკავებულები ახლა ბრალის წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდებია.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის კაცს ჩასაფრება თბილისის ცენტრში გუშინ მოუწყვეს.