რატომ დატოვა ფეხმოტეხილი კაცი ღამით თოვლში - გორის სასამართლოში ბრალდებული პოლიციელის პროცესი იწყება

12.02.24 11:50
რატომ დატოვა ფეხმოტეხილი კაცი ღამით თოვლში - გორის სასამართლოში ბრალდებული პოლიციელის პროცესი იწყება

გორის სასამართლოში ამ წუთებში იმ პოლიციელის პროცესი იწყება, რომელმაც დუშეთში ქვეითი მანქანით გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. თამაზ ბრაჭული საბადრაგო სამსახურმა იზოლატორიდან სასამართლოში უკვე მიიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, წესით, უნდა ახსნას, რატომ დატოვა ფეხმოტეხილი კაცი ღამე თოვლში ქუჩაში მარტო.

ბრაჭულს ადამიანის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას ედავებიან. ფეხმოტხილმა კაცმა გადაადგილებაა ვერ შეძლო, გაიყიინა და გარდაიცვალა. 

სხდომის დაწყებამდე "პირველები" ბრალდებული პოლიციელის, თამაზ ბრაჭულის ძმას ესაუბრა. მისი თქმით, შემთხვევა შუაღამით, ორის ნახევარზე მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ქარბუქი და ძლიერი თოვა იყო, რის გამოც, მისი მტკიცებით, პოლიციელმა ვერ დაინახა,  რომ ადამიანს დაეჯახა. კაცი ირწმუნება, რომ მის ძმას მხედველობის პრობლემებიც ჰქონდა.

მოდიოდა თვაის გზაზე, ვერ დაინახა, ვერც ვერაფერი ვერ გაიგო რა მოხდა. მითუმეტეს, მხედველობა აკლია ჩემსავით. შორს ვერ ვხედავ, სათვალის გარეშე ვერ დავდივარ. მაგასაც ვეუბნებოდი, გაიკეთე სათვალე. ვერ დაინახა, ვერაფერი ვერ გაიგო, კლდე არის, რაღაცა გადმოვარდა და გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. კი, დაუზიანდა იქ რაღაც, მაგრამ აზრი არ ჰქონდა გაცერებას. ვერც წარმოიდგენდა თუ იქ ადამიანი საერთოდ ივლიდა. ვერც დაინახა და რა მოხდა, ისიც ვერ გაიგო. ყველა პოლიციელმა იცის, რომ ყველგან კამერებია, ვერსად ვერ წახვალ, ვერ დაიმალები, - ამბობს რამაზ ბრაჭული. 

რაც შეეხება თავად ბრალდებულს, ის დანაშაულს არ აღიარებს.