ვერ დაინახა, რომ კაცს შეეჯახა, ვერც წარმოიდგენდა, თუ იქ ადამიანი იქნებოდა - ბრალდებული პოლიციელის ძმა

12.02.24 11:59
ვერ დაინახა, რომ კაცს შეეჯახა, ვერც წარმოიდგენდა, თუ იქ ადამიანი იქნებოდა - ბრალდებული პოლიციელის ძმა

ღამით, ფეხმოტეხილი კაცის თოვლში მიტოვების გამო დაკავებული პოლიციელის ძმა ამტკიცებს, რომ თამაზ ბრაჭულს მხედველობის პრობლემები აქვს და ვერ გაიგო, როგორ შეეჯახა ავტომობილით მოქალაქეს. რამაზ ბრაჭულის მტკიცებით, მხედვლეობა გაართულა უამინდობამაც. 

მოდიოდა თავის გზაზე, ვერ დაინახა, ვერც ვერაფერი ვერ გაიგო რა მოხდა. მითუმეტეს, მხედველობა აკლია ჩემსავით. შორს ვერ ვხედავ, სათვალის გარეშე ვერ დავდივარ. მაგასაც ვეუბნებოდი, გაიკეთე სათვალე. ვერ დაინახა, ვერაფერი ვერ გაიგო, კლდე არის, რაღაცა გადმოვარდა და გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. კი, დაუზიანდა იქ რაღაც, მაგრამ აზრი არ ჰქონდა გაჩერებას. ვერც წარმოიდგენდა თუ იქ ადამიანი საერთოდ ივლიდა. ვერც დაინახა და რა მოხდა, ისიც ვერ გაიგო. ყველა პოლიციელმა იცის, რომ ყველგან კამერებია, ვერსად ვერ წახვალ, ვერ დაიმალები, - ამბობს რამაზ ბრაჭული. 

გორის სასამართლოში ამ წუთებში იმ პოლიციელის პროცესი იწყება, რომელმაც დუშეთში ქვეითი მანქანით გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ბრაჭულს ადამიანის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას ედავებიან. ფეხმოტეხილმა კაცმა გადაადგილებაა ვერ შეძლო, გაიყინა და გარდაიცვალა. 

მსგავსი სიახლეები