საქართველოში დემოკრატიული ძალების გამარჯვების შემდეგ დაიწყება ქვეყნის ტრანსფორმაცია - ლაშა ფარულავა

12.02.24 12:33
საქართველოში დემოკრატიული ძალების გამარჯვების შემდეგ დაიწყება ქვეყნის ტრანსფორმაცია - ლაშა ფარულავა

ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ყველა იმ ნაბიჯზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში დეოკრატიული ძალების გამარჯვების შემდეგ გადაიდგმება. ოპოზიციის წევრის თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, ნორმალიზდება ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, აღდგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ეკონომიკური კეთილდღეობა.

საქართველოში დემოკრატიული ძალების გამარჯვების შემდეგ დაიწყება ქვეყნის ტრანსფორმაცია, ევროკავშირის წევრობისთვის გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და ცხადია, ამას მოყვება ურთიერთობების ნორმალიზება  ყველა ქვეყანასთან. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაეფუძნება სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც მოიტანს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას, - განაცხადა ლაშა ფარულავამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის  განცხადებაზე.