მკვლელობა ავლაბარში - დაკავებულ ძმებს სახაზინო ადვოკატი დაენიშნათ

12.02.24 13:29
მკვლელობა ავლაბარში - დაკავებულ ძმებს სახაზინო ადვოკატი დაენიშნათ

ჯგუფური მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს სახაზინო ადვოკატი დაენიშნათ. ფელიქსს კაპანოვის მკვლელობისთვის დაპატიმრებული ძმები ახლა დიღმის სამმართველოში არიან. ერთ საათში მათ იურისტი შეხვდება. დიდი ალბათობით, ორივეს დღესვე წარუდგენენ ბრალსაც.

წინასწარი მოთავსების იზოლატრშია რიან, როგორ ვიცი. უნდა ჩავიდე და ვნახო. მეტი არაფერი ვიცი, - ამბობს ადვოკატი ირაკლი ბენია.

რას უკავშირდება ავლაბარში მომხდარი სისხლიანი გარჩევა მოკლულის ახლობლებმა არ იციან, თუმცა ადასტურებენ, რომ კაპანოვმა ციხე თვენახევრის წინ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის ფელიქს კაპანოვი ავლაბარში, საკუთარ სახლთან გუშინ ჩაცხრილეს.