"მხედველობა მაქვს -2, ვერ დავინახე" - რა თქვა ბრალდებულმა პოლიციელმა პროცესზე
პოლიციელი, რომელიც დუშეთში ქვეითს მანქანით დაეჯახა, აცხადებს, რომ გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე ისაუბრა. თამაზ ბრაჭულის თქმით, მხედველობის პრობლემები აქვს, ამიტომ გზაზე მიმავალი კაცი ვერ შენიშნა და შემთხვევით დაეჯახა.
მანქანა არ დამიმალია, სახლში მივედი, არსად არ მივმალულვარ, - თქვა ბრალდებუმა სასამართლო სხდომაზე.
ადვოკატი მოსამართლეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვდა. დასახელდა ოცი ათასი ლარი, თუმცა სასამართლომ შუამდგომალობა არ დააკმაყოფილა და პოლიციელს აღკვეთ ღონსიძიებად პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ ავტომობილით მიმავალი თამაზ ბრაჭული დუშეთის გზაზე მოქალაქეს დაეჯახა, რის შემდეგაც ის ყინვაში მიატოვა. გამოძიება დაკავებულ პოლიციელს ავტომობილის გაუმართავობას და ადამიანის განსაცდელშ მიტოვებას ედავება, რამაც საბოლოოდ, 42 კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.