საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 20-25 გრადუსამდე მოიმატებს - გაეროს ეროვნული სააგენტო
"13-14 თებერვალს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 20-25 გრადუსამდე მოიმატებს", - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 15 თებერვლიდან ნალექიანი ამინდი და ჰაერის ტემპერატურის დაკლება არის მოსალოდნელი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება. ასევე მოსალოდნელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13-14 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, ზოგან ელჭექით, ტემპერატურაც დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, ზოგან ელჭექით, ტემპერატურაც დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 თებერვალს დღის საათებში +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. 15 თებერვალს კი ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 13-14 თებერვალს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს ზოგან მოთოვს, ტემპერატურაც დაიკლებს.