19 ჭრილობით დამიჩეხა შვილი, დამიმარხა, სახეც ვერ ვნახე... - ლეღვას ტყეში მოკლული ბიჭის დედის უმძიმესი სიტყვა

12.02.24 19:12
19 ჭრილობით  დამიჩეხა შვილი, დამიმარხა, სახეც ვერ ვნახე... - ლეღვას ტყეში მოკლული ბიჭის დედის უმძიმესი სიტყვა

ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს სასტიკად მოკლული 19 წლის გიორგი ალხანიშვილის დედის შემზარავ სიტყვას ისმენდა. ქალი დეტალურად ყვებოდა, რა ვითარებაში იპოვეს ახალგაზრდა, რომელიც მეგობრებმა ლეღვაში მოკლეს და ტყეში დატოვეს.

შვილმოკლული დედა მკვლელობაში მონაწილე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მისი თქმით, მკვლელობაში ბრალდებულმა შვილი "დაუჩეხა" - "ვერ დავინახე, როგორი იყო ჩემი შვილი", - ამბობდა დედა სასამართლოს წინ. მან იმედი გამოთქვა, რომ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის ექსტრადირება მალე მოხდება.

19 ჭრილობით მომიკლა შვილი, დამიჩეხა, დამიმარხა... ისე დავმარხე, სახეზეც არ მინახავს როგორი იყო" - განაცხადა გიორგი ალხანიშვილის დედამ.

სასამართლოს წინაშე მოკლული ბიჭის დედამ, მკვლელობაში ბრალდებულის მამის, გიორგი ბეჟუნაიშვილის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მან "ერთი შვილის გულისთვის ძალიან ბევრი ხალხი გაწირა". "ამდენი ხალხი გაწირა, რომ შვილი გაეპარებინა".

"ძალიან ბევრი რამ მინდა ვთქვა, შვილი მომიკლეს, ტყუილში გამატარებინეს დღეები. მომატყუეს! შვილს ვეძებდი, ბიჭებიც მატყუებდნენ, მკვლელის მამაც მატყუებდა. ძალიან გთხოვთ, აღასრულოთ სამართალი ისე, როგორც გეკადრებათ. იმიტომ, რომ სხვისი შვილებიც არ დაზარალდნენ. არ გავჩერდები"- თქვა მან. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ალიხანაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამა ( გიორგი ბაჟუნაიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა) და ერთ-ერთი ბიძა (დავით ბაჟუნაიშვილს კი 3 წლით) პატიმრობაში დატოვა. რაც შეეხება კიდევ ერთ  ბიძას, მამა იობი  უდანაშაულოდ ცნო.

ბაჟუნაიშვილის მამს გამოძიება მოწმე თვითმხილველებზე ზეწოლას, ხოლო ორ ბიძას გელა (მამა იობი)  და დავით ბაჟუნაიშვილებს,  განსაკუთრებით მძიმე  კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა.