დაისჯებიან თუ არა თემურ კარბაიას მკვლელები და რატომ არ ითხოვს ქართული მხარე მათ გადმოცემას?

12.02.24 20:41
დაისჯებიან თუ არა თემურ კარბაიას მკვლელები და რატომ არ ითხოვს ქართული მხარე მათ გადმოცემას?

დაისჯებიან თუ არა თემურ კარბაიას მკვლელები და რატომ არ ითხოვს ქართული მხარე მათ გადმოცემას - გალში სასტიკად მოკლული ქართველის საქმეზე ორი ე.წ. მილიციელია დაკავებული, თუმცა მათ არა მკვლელობას, არამედ სხეულის განზრახ დაზიანებას ედავებიან. კიდევ ერთზე ძებნაა გამოცხადებული. აფხაზეთის თემაზე მომუშავე ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მესამე დამნაშავე ადგილობრივი მაღალჩინოსნების მფარველობით ოკუპირებული რეგიონიდან რუსეთში გააპარეს. ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, კარბაიას მკვლელობისთვის მხოლოდ ფორმალურად დასჯიან ადგილობრივ სამართალდამცველებს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები