ჩაბეტონებული ისტორია - თბილისის ძველი უბანი მრავალსართულიან შენობის ჩრდილის ქვეშ მოექცევა

12.02.24 20:25
ჩაბეტონებული ისტორია - თბილისის ძველი უბანი მრავალსართულიან შენობის ჩრდილის ქვეშ მოექცევა

ჩაბეტონებული ისტორია - დედაქალაქის ერთადერთი უბანი, სადაც თბილისის ისტორიული იერსახე დღემდე შენარჩუნებული იყო, მალე მრავალსართულიან შენობის ჩრდილის ქვეშ მოექცევა. მირზა შაფის პროექტი, რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა მერიამ ის საბოლოოდ დაამტკიცა. რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა მალე ფინალურ სტადიაში შევა. საბოლოოდ კი იქ  8-სართულიანი კომპლექსი განთავსდება, სასტუმროთი და ძვირადღირებული ბინებით. 

ისტორიის განადგურებასთან ერთად კი ნადგურდება აბანოთუბნის ლანდშაფტიც. კლდის დიდი მასა უკვე გამოღებულია და ჯერ არავინ იცის, რა გავლენას მოახდენს ეს ადგილობრივ გარემოზე. ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას განგაში აქვს გამოცხადებული. თბილისის დამახინჯების და კონკრეტული ადამიანების გამდიდრების პროექტი კანონთანაც წინააღმდეგობაში მოდის, თუმცა ეს სამეფო ბაღების მფლობელებისთვის ბარიერი არ არის.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები