მძიმე დანაშაული თბილისის შუაგულში - რატომ მოკლეს 47 წლის კაცი

12.02.24 20:21
მძიმე დანაშაული თბილისის შუაგულში - რატომ მოკლეს 47 წლის კაცი

დაარღვევენ თუ არა დუმილს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ძმები - არ არის გამორიცხული, მათი პირველი ჩვენება მოსამართლემ ხვალინდელ პროცესზე მოისმინოს. ადვოკატი ისე გამოვიდა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, რომ მკვლელობაში ბრალდებულებმა არაფერი უთხრეს. ერთადერთი რაც უფლებადამცველმა დაადასტურა არის ის, რომ დაკავებულები და მოკლული ერთმანეთს იცნობდნენ. ედვინ ბაგაშვილი და კარლო გალოიანი გარდაცვლილის მეზობლები იყვნენ. 

ის რაც არ თქვეს დაკავებულმა ძმებმა, "პირველებთან" ჰყვება მათი დედა. იგი ამბობს, რომ ფელიქს კაპანოვი უბანს ატერორებდა და ე.წ. ობშიაკის ფულს ითვისებდა.

სავარაუდოდ, ძველი კონფლიქტის გამო მას ჩასაფრება საკუთარ სახლთან მოუწყვეს. ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სასიკვდილო ჭრილობები გადაჭრილი თოფიდან მიაყენეს. კისრისა და თავის არეში მძიმედ დაჭრილი კაპანოვი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის შემდეგ ძმები ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა რამდენიმე საათში ორივე მათგანი დააკავეს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები