გაზეთ "ალიონის" რედაქციის შენობას საწვავი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს

12.02.24 20:42
გაზეთ "ალიონის" რედაქციის შენობას საწვავი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს

გაზეთ "ალიონის" რედაქციის შენობას საწვავი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს - შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა, თუმცა მიყენებულია გარკვეული მატერიალური ზარალი.

რედაქცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

"დღეს ქალაქ ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ქალაქის მერიის შენობაში ცეცხლის წაკიდების ფაქტი დაფიქსირდა.

ჯერჯერობით გამოძიებისათვის უცნობმა პირებმა გაზეთ „ალიონის“ რედაქციის ფართში ხანძრის გაჩენის მიზნით გარკვეულ სითხეს ცეცხლი წაუკიდეს და იმავდროულად რედაქციის ფანჯარაში პოლიეთილენის ბოთლით საწვავიც შეასხეს.

საბედნიეროდ ხანძრის კერა არ გავრცელდა და შენობა, სადაც სტატისტიკის გურიის სამმართველო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი, განათლების მუშაკთა პროფკავშირები, „გურიის მოამბის“ რედაქცია და სხვა დაწესებულებებია განთავსებული, დაწვას გადაურჩა. მიყენებულია გარკვეული მატერიალური ზარალი.

შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის, შსს ოზურგეთის რაიონული პოლიციის სამმართველოს ექსპერტ-გამომძიებლები. 

მომხდარზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, აღძრულია საქმე სსს კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა- ქვეპუნქტით", - წერს " ალიონი".

მსგავსი სიახლეები