შესყიდვების სააგენტომ "შავ სიაში" შეიყვანა 2 კომპანია, რომლებიც წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდნენ

12.02.24 23:39
შესყიდვების სააგენტომ "შავ სიაში" შეიყვანა 2 კომპანია, რომლებიც წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდნენ

"მილენიუმ ბილდერს გრუპსა" და "ერ-ტე-დე", რომლებიც წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდნენ და ხელშეკრულებები დროულად შეუსრულებელი სამუშაოების გამო შეუწყდათ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ "შავ სიაში" შეიყვანა.

BMG სატენდერო დოკუმენტაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ "ერ-ტე-დეს" კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 11 კმ-ის მშენებლობა 14.8-მილიონიანი ლარის ხელშეკრულების საფუძველზე დაუკვეთა, რომელსაც ხელი 18 იანვარს მოეწერა, თუმცა ირკვევა, რომ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუსრულებლობის გამო ამავე კომპანიას ხელშეკრულება 16 იანვარს შეუწყდა.

რაც შეეხება  "მილენიუმ ბილდერს გრუპს", კომპანია 7 ტენდერში იღებდა მონაწილეობას, თუმცა აქედან 6 ტენდერი სხვადასხვა მიზეზის გამო შეწყდა.

მსგავსი სიახლეები