ხელისუფლებამ ონკოპაციენტები მოატყუა - მოქალაქეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ
„ქართული ოცნების" კიდვე ერთი ტყუილი - ხელისუფლებამ ამჯერად ონკოპაციენტები მოატყუა. მძიმე დაავადების მქონე ადამიანები ამბობენ, რომ ლიმიტირებული და დაგვიანებული დაფინანსების გამო ისინი, პრაქტიკულად, სიკვდილისთვის გაწირეს. დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში მძიმე დაავადების მქონე მოქალაქეები პერმანნეტულ აქციებს აანონსებენ.
თითქოს განაჩენი გამოგვიტანა ჩვენ მთავრობამ. სიცოცხლეზე დაგვიწესა 25 ათასი ლარი, რომელიც არაფერზე არ არის საკმარისი. წამლები არის დეფიციტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებს ვერ ვღებულობთ. აუცილებლად უნდა მოხდეს ლიმიტის მოხსნა, უნდა იყოს პერსონალური დაფინანსება ონკოპაციენტებისთვის, აუცილებლად უნდა დაემტას 13 მედიკამენტს სხვა საჭირო მედიკამენტები და აუცილებლად უნდა იყოს ყველა სჭირო მედიკამენტი რეგისტრირებული საქართველოში და ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, დიაგნოსტირება და გჰეგმიური კვლევებიც არ შედის, ანუ პრევცენცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა დაფინანსდეს დიაგნოსტირება და გეგმიური კვლევები, - ამბობს მოქალაქე.
ონკოპაციენტებმა 2023 წელს მიიღეს დაპირება, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან მათი მკურალობა დაფინსნდებოდა, თუმცა როგორც თავად ამბობენ, აღნიშმული დაფინანსება ერთი ან ორი თვე იგვიანებს, თუმცა მძიმე სენოს მქონე ადამიანებისთვის, დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.