დავა საპენსიო სესხებზე - "მოქალაქეებმა" "ლიბერთი ბანკს" უჩივლეს

13.02.24 13:49
დავა საპენსიო სესხებზე - "მოქალაქეებმა" "ლიბერთი ბანკს" უჩივლეს

დავა საპენსიო სესხებზე სასმართლოში ინაცვლებს. "ლიბერთი ბანკის" წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურ ჯგუფს შეაქვს. ოპოზიციურ პარტიაში თვლიან, რომ ბანკი სესხებს მიზანმიმურთულად ზრდის და პენსიონერების ხარჯზე მდიდრდება.

დღეს პარტია "მოქალაქეები" "ლიბერთი ბანკის" წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანს სარჩელს საპენსიო სესხებზე. ჩვენი სარჩელი ეხება ოვერდრაფტებს. ეს არის საბანკო პროდუქტი, რომელიც არის ყველაზე ძვირი პროდუქტი და რომელზეც პენსიონერებს ბანკის თანამშრომლებმა არ აუხსნეს, თუ რა საფრთხეებს შეიცავდა. არ აუხსნეს, რომ ისინი რომ ყოველთვიურად თანხას გადაიხდიდნენ, ეს წავიდოდა მხოლოდ ბანკის მომსახურეობის საკომისიოში და მათ თანხას ძირს არაფერი დააკლდებოდა, - ამბობენ ოპოზიციურ პარტიაში. 

"მოქალაქეები" ასევე ამბობენ, რომ ხელშკრულებები ბანკს წვრილი შრიფტით აქვს შედგენილი, რომლის წაკითხვაც ხნიერ პენსიონერებს უჭირთ.

გვაქვს საუაბრი პიენსიონერებზე, რომლებიც არიან ხანში შესული. მათ არ აქვთ ინფორმაცია და საშუალება იმის, რომ დეტალურად წაიკითხონ ის წვრილი შრიფტი და ინფორმაცია მიიღონ იმ კაბალური ხელშეკრულების პირობებზე, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ "ლიბერთი ბანკის" მხრიდან იყოს ქმედითი ნაბიჯები გადადგმული, - ამბობს პარტიის წარმომადგენელი. 

ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავრობა უკვე მუშაობს და ალეკო ელისაშვილის ინტერვენცია ამ საკითხში, ზედმეტია.  

წინა ხელისუფლების პირობებში შედგა საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის მიხედვითაც საპენსიო სესხებს "ლიბერთი ბანკიდან" ჭერი არ გააჩნდა. შეიძლება ყოფილიყო 300%-იანი სესხი და ა.შ. ირაკლი ზარქუას ინიციატივით დაწესდა ჭერი და ხელშეწყობა პენსიონერების მიმართ გაკეთდა. ახლა ხუთშაბათს ირაკლი ზარქუას, რომელიც ამ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია, აქვს შეხვედრა საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან, რომ კიდევ უფრო გაუუმჯობესოს პენსიონერებს პირობები. ალეკოს პრესკონფერენცია, რომელიც ამაშ ჩართული იყო, რაშ სჭირდებოდა ამ თემას ასე წინსწრებად, როდესაც მიდის მოლაპარაკლება, რომ უკეთესი პირობები ჰქონდეთ სესხის ჩვენს პენსიონერებს, ალეკოს ეს ინტერვენცია პრესკონფერენციის რა ასჭირეო იყო, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, - ამბობს ბექა დავითულიანი. 

ოპოზიცია კი პირდაპირ ითხოვს, რომ "ლიბერთი ბანკში" საპენსიო სესხები პირდაპირ  განულდეს,  თუმცა ელისაშვილი პარტია ითხოვს, სასამართლომ დაადგინოს, როგორ ხელშეკრულებებს ადგენს "ლიბერთი ბანკი" , რადგან პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ბანკი პენსიონერებს ხელს უაკნონო ხელშეკრულებებზე აწერინებს.

მსგავსი სიახლეები