ბათუმის მერი სამსახურეობრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა - AJARATIMES.GE

13.02.24 16:53
ბათუმის მერი სამსახურეობრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა - AJARATIMES.GE

AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმის მერს ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა. ამ წუთებში ბარათაშვილის ქუჩაზე პოლიციელები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც არჩილ ჩიქოვანი საცხოვრებელი სახლიდან გამოდიოდა.

AJARATIMES.GE- წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ავარიის შემდეგ მანქანას, რომელსაც არჩილ ჩიქოვანი იყენებს კვალის არევის მიზნით, სანომრე ნიშნები მოხსნეს.

ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია რა გახდა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ასევე უცნობია ვინ მართავდა საჭეს. ჩვენ დავუკავშირდით ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც გვითხრა რომ კომენტარის გაკეთების შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცემას უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

ინფორმაციისთვის: აღნიშნული ავტომობილი არჩილ ჩიქოვანმა „სანდასუფთავების სამსახურის“ ბიუჯეტით იყიდა, რასაც თავის დროზე კრიტიკა მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები