საიდან მოხვდა რუსული სპეცსამსახურების ხელში საქართველოს მოალყეების პირადი მონაცემები?

13.02.24 17:42
საიდან მოხვდა რუსული სპეცსამსახურების ხელში საქართველოს  მოალყეების პირადი მონაცემები?

საიდან მოხვდა რუსული სპეცსამსახურების ხელში საქართველოს  მოალყეების პირადი მონაცემები? რუსეთს ძალოვანი უწყებიდან გამოჟონილ დოკუმენტებში ქართველი მებრძოლების  და  მათი ოჯახის წევრების შესახებ პრაქტიკულად დეტალური  ინფორმაციაა  შეტანილი. 

 ასეთი სულ 100 მდე პირია, ყველაზე  პუტინის რეჟიმს ძებნა აქვს გამოცხადებული და ციხით ემუქრება. ქართველი მებრძოლები დარწმუნებულები არიან, რომ მათი პირადი მონაცემები ოკუპანტის ხელში საქართველოს ხელისუფლებისგან აღმოჩნდა. 

პიროვნებები, რომლებიც ხელს უშლიან ამ ყველაფერს - რუსულ აგრესიას თავისი მიზნების განხორციელებას, ფაქტობრივად, ნადირობენ ამ ყველაფერზე და ამ ადამიანებზე. ამ ინფორმაციების საფუძველზე ზუსტად იციან, სად ცხოვრობენ ჩვენი მეგობრები, ოჯახი, ერთადერთი რითიც შეძლეს თავიანთი აზრით, რომ იმანიპულირონ ჩვენზე, მაგრამ ჩვენ იმისთვისაც მზად ვართ და ყოველთვის ვიყავით, რომ ჩვენი სამშობლოს ხარჯზე ნებისმიერი წინააღმდეგობის წინაშე დავდგეთ,“ - ამბობს "პირველებთან" უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლევან ფიფია. 

დავით ქაცარავა, რომელზეც პუტინის რუსეთმა ასევე ძებნა გამოაცხადა, აღნიშნავს, რომ ის საქართველოს ხელისუფლებისგან დაცვას არ ელოდება, რადგან "ქართული ოცნება" "რუსეთის მხარესაა". 

ჩვენი მონაცემები რუსეთში ხვდება უპრობლემოდ. ეს ქართული ოცნების მიერ არის ინიცირებული, დარწმუნებული ვარ, ყოველ შემთხვევაში, თუ იქიდან მოთხოვნა არის, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ, ცალსახა ხელშეწყობაა. საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც უნდა რაღაც განცხადება გააკეთოს, რაღაც მინიშნება გააკეთოს იმისა, რომ ის დაიცავს თავის მოქალაქეებს, თუმცა, ბუნებრივია, ამას ჩვენ არ ველოდებით ჩვენი ხელისუფლებისგან, რომელიც ცალსახად რუსეთის მხარეს არის,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ.

“პირველებმა" რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჟონილი ძებნილთა სია მოიპოვა. ძებნილებს შორის, ვისაც ოკუპანტი ქვეყანა დაპატიმრებით  ემუქრება, საქართველოს  პარალემნტის წევრი ალეკო ელისაშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილიც არიან.

უკრაინაში საომარ მოქმდებებში მოანაწილეობის გამო იძებნება ქართული ლეგიონის წევრი მამუკა მამულაშვილი, მისი მოადგილე, ლევან ფიფია და კიდევ  ათეულობით ქართველი მებრძოლი. 

ძებნაა გამოცხადებული აგვისტოს ომის მონაწილეებზეც და მაშინდელ ძალოვან მინისტრებზე. რუსი ძალოვანები ეძებენ  ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილს და გენერალ მამუკა ყურაშვილსაც.  სულ "პირველების" მიერ მოპოვებულ სიაში სისხლის სმართლის  დანაშაუისთვის 100-მდე ქართველი იძებნება. 

 

მსგავსი სიახლეები