ბინაში სამზე მეტი ძაღლის ან კატის ყოლისთვის შესაძლოა მეზობლების თანხმობა დაგჭირდეთ

13.02.24 18:51
ბინაში სამზე მეტი ძაღლის ან კატის ყოლისთვის შესაძლოა მეზობლების თანხმობა დაგჭირდეთ

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები - ამასთან დაკავშირებით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტშია საუარი. კანონპროექტი პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით დაინიცირდა.

კანონპროექტის მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტშია ნათქვამია, რომ სკოლებში, ბაღში, უნივერსიტეტებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე იმ იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით," - წერია კანონპროექტში.

პროექტის მიხედვით, შინაურ ბინადარ ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთდროულად მოკლე საბელის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში – 300 ლარის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები