რუსეთის მიერ ძებნილი ქართველები - "პირველებმა" რუსეთის შსს-დან გამოჟონილი დოკუმენტები აღმოაჩინა

13.02.24 20:19
რუსეთის მიერ ძებნილი ქართველები - "პირველებმა" რუსეთის შსს-დან გამოჟონილი დოკუმენტები აღმოაჩინა

 

რუსეთის მიერ ძებნილი ქართველები - როგორ აღმოჩნდა მოსკოვის ხელში ინფორმაცია, რომელზეც წვდომა მხოლოდ ქართულ სპეცსამსახურებს ჰქონდათ. სულ 100-მდე ქართველი, ვისი დაპატიმრებაც და გასამართლებაც პუტინის რეჟიმის ამოცანაა. სიაში არიან მოქმედი და ყოფილი დეპუტატები, ძალოვანი უწყებების პირველი პირები, სამხედროები, რომლებიც აგვოსტოს ომში და დღეს უკრაინაში იბრძვიან. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჟონილი დოკუმენტები "პირველებმა" აღმოაჩინა. 

ალეკო ელისაშვილმა დღეს "პირველებისგან" შეიტყო, რომ მასზე მოსკოვს ძებნა აქვს გამოცხადებული. მასთან ერთად სიაში არიან თავდაცვის ორი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები. სამშვიდობო ბატალიონის ყოფილი ხელმძღვანელი. ასევე იძებნებიან დღეს უკრაინაში მებრძოლი ქართველები. ყველა ვინც 2008 წლის ან ახლანდელ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა ან პროცესებს ხელმძღვანელობდა. მოსკოვმა დასაჭერთა სიაში მყოფი ყველა ქართველი  სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოაცხადა.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები