აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მდივნის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა
ისტორიული გადაწყვეტილება - 150 წლის შემდეგ პირველად, ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა შიდა უსაფრთხოების მდივნის, ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტს.
რესპუბლიკელები ადანაშაულებენ მაიორკასს აშშ-მექსიკის საზღვარიდან ქვეყანაში მიგრანტების უპრეცედენტო ნაკადის შესვლაში და ამბობენ, რომ მან მოვალეობები სათანადოდ ვერ შეასრულა.
რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით პალატამ 214-ით 213-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა იმპიჩმენტს, მას შემდეგ რაც გასულ კვირას პირველი მცდელობა ჩაიშალა. ხმები ძირითადად პარტიული ნიშნით გაიყო.
საკითხი ახლა სენატში გადადის, სადაც უმრავლესობაში დემოკრატები არიან. სავარაუდოდ, სენატში საკითხი ჩავარდება.