"სისტემის მსახური" - ჯაბა სამუშია Mona.ge-ს სიაში მოხვდა
"ოცნების კორუმპირებული შემომწირველები", "კლანის" მოსამართლე, "სისტემის მსახური რექტორი" - მონა.ჯი-მ სია განაახლა.
პლატფორმა იმ პიროების თუ მაღალჩინოსნების ვინაობას ასაჯაროებს, რომლებიც მმართველ პოლიტიკურ ძალას ემსახურებიან.
სიაში მოხვდა თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია, მას სტუდენტები პროკურატურის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.
- Mona.ge წერს, რომ თსუ-ის რექტორმა კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულ რექტორებს არ დაუჭირა მხარი და გააძლიერა სამთავრობო პროპაგანდისტული ხაზი. ამასთან ერთად, სამუშიამ სტუდენტებს, რომლებიც დაკავებული ლექტორების მხარდასაჭერად აქციას მართავდნენ, რადიკალები უწოდა და მათ მძიმე შედეგებით დაემუქრა.
- მათივე ცნობით, სამუშიას მიერ სისტემის მსახურება მხოლოდ ახლა არ გამოვლენილა. ის იყო „გარეჯი საქართველოას“ პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ კამპანიის გასაძლიერებლად „ოცნებამ“ ორი მეცნიერი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.
Mona.ge-მ "შავ სიაში შეიყვანა მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები ციხეში გაუშვა.
რაც შეეხება ბიზნესმენებს, მეათე სიაში ძირითადად "ქართული ოცნების" შემწირველები მოხვდნენ: გიორგი მიხანაშვილი, დავით ანდღულაძე, დავით შალიკაძე, ირაკლი გოგოლიშვილი.
- mona.ge -ს ინფორმაციით, აღნიშნულმა ბიზნესმენებმა ჯამში სახელმწიფოსგან 1 მილიარდ ლარამდე ღირებულების ტენდერები/გამარტივებული შესყიდვები მიიღეს, "ოცნებას" კი 1 მილიონ ლარამდე დაუბრუნეს.
სიაში ასევე მოხვდნენ, "ოცნების" შემომწირველები დავით ბალანჩივაძე, გიორგი აბრამიშვილი და რომან აბრამიშვილი.
გარდა ამისა, Mona.ge-ს სიაშია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ჯღარკავა.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.