ზაარბრიუკენის მოედანზე კონკურსის ფარგლებში დადგმული ქანდაკება მომწონს - კალაძე

14.02.24 12:18
ზაარბრიუკენის მოედანზე კონკურსის ფარგლებში დადგმული ქანდაკება მომწონს - კალაძე

"პირადად მე, კონკურსის ფარგლებში დადგმული ქანდაკება მომწონს", - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე ზაარბიუნკენის მოედანზე არსებულ ქანდაკებას.

იგი გიორგი ხანიაშვილის ქანდაკების ირგვლივ გამოწვეულ რეზონანს სასიხარულო ფაქტად აფასებს და ხელოვანს წარმატებას უსურვებს.

მინდა გამოვეხმაურო ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ დროებით ქანდაკებას. თავს უფლებას ვაძლევ მეც ვისაუბრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი იწერებოდა. ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენი ხელოვნებათმცოდნე გვყავდა ქვეყანაში. ეს რა თქმა უნდა, სასიხარულოა [...]

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ფონდს ჰყავს თავისი მენეჯმენტი და ამ სფეროში მოღვაწე დამოუკიდებელი სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ ლოკაციაზე კონკურსში მონაწილე რომელი ინსტალაციის განთავსება მოახდინოს [...] ჩემთვის პირადად სასიხარულოა, რომ გიორგი ხანიაშვილის ამ ქანდაკებამ ასეთი გამოხმაურება ჰპოვა და ეს საკითხი აქტუალური აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ზოგს მოსწონს აღნიშნული ქანდაკება, ზოგს არ მოსწონს. მე მომწონს და მინდა გიორგის წარმატებები ვუსურვო. მთავარია, რომ ნამუშევარმა დიდი დისკუსია გამოიწვია, რაც სახელოვნებო სფეროს განუყოფელი ნაწილია", - ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები