ფელიქს კაპანოვმა ერთ-ერთი ძმის წინააღმდეგ ჩვენება მისცა - რა გახდა თბილისში 47 წლის კაცის მკვლელობის მოტივი?

14.02.24 13:55
ფელიქს კაპანოვმა ერთ-ერთი ძმის წინააღმდეგ ჩვენება მისცა - რა გახდა თბილისში 47 წლის კაცის მკვლელობის მოტივი?

რა გახდა თბილისში 47 წლის კაცის მკვლელობის მოტივი? - "ტვ პირველისთვის"  ავლაბარში, კიკეთისა და სომხეთის ქუჩების კვეთაზე მომხდარი საზარელი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

ერთ-ერთი ვერსიით, ფელიქს კაპანოვის ცემისა და გადაჭრილი თოფით მკვლელობის მოტივი, სამარშრუტო ტაქსის მძღოლების რეკეტი და ტერორი გახდა. 
 

ამავე ინფორმაციის თანახმად, მკვლელობას წინ ე.წ. შავ სამყაროსთან საქმის გარჩევა  უძღოდა, თუმცა კაცმა მძღოლების რეკეტი არ შეწყვიტა რასაც მკვლელობა მოყვა.

რაც შეეხება მეორე მოტივს, ის წარსულში არსებული უთანხმოებას უკავშირდება. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 2020 წელს ფელიქს კაპანოვმა ამჟამად დაკავებული ძმებიდან ერთ-ერთის,  ედვინ ბაგიშივლის წინააღმდეგ  მამხილებელი ჩვენება მისცა, რაც 4 წლის წინ კაცის დაკავების მიზეზი გახდა.  ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ 47 წლის კაცის მკვლელობის მოტივი ეს გამხდარიყო. 

ძმების ადვოკატი მანანა მოსულიშვილი შირისძიების მოტივს გამორიცხავს. მისი თქმით, ბრალდებულები და მოკლული ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ, ერთ უბანში გაიზარდნენ.

"ჩემი მონაწილეობით გამართლებულ იქნა ედვინ ბაგიშვილი, იმ პერიოდისთვის გალოიანი, შესაბამისად, არანაირი შურისძიება არ შეიძლება რომ ჰქონოდა"- თქვა დავოკატმა.

რაც შეეხება საქმის პროკურორის, ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები.

ამ დანაშაულისთვის  დაკავებული ძმები ახლა განაჩენს  ელოდებიან - ედვინ ბაგიშივლი და კარლო გალოიანი  სასამართლომ  პატიმრობაში გაუშვეს. 
 

მსგავსი სიახლეები