რატომ დასაჯეს პეტრე კოლხი და რატომ აღუდგინეს მღველმოქმედება სპირიდონ ცქიფურიშვილს? - საპატრიარქოს პირველი განმარტება
საპატრიარქოს პირველი განმარტება სინოდის ხმაურინია გადაწყვეტილებების შემდეგ - მიქაელ ბოტკოველი „პირველებთან“ ამტკიცებს, რომ მამა პეტრე კოლხისთვის მღვდელმსახურების შეჩერება მის კრიტიკულ განცხადებებს არ უკავშირდება და სასულიერო პირის დასჯა სინოდმა მხოლოდ მისი საზღვარგარეთ უნებართვო ვიზიტების გამო გადაწყვიტა.
ის, სამივე შემთხვევაში, როდესაც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, არცერთხელ არ ჰქონდა მმართელი მღვდელმთავრისგან ნებართვა,რ ომ მას დაეტოვებინა ქვეყანა. ეს არის ელემენტალური ანა-ბანა. ჩვენ კონკრეტულად მისი გამონათქვამები და შეფასებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენ საუბარი არ გვქონია, - ამბობს მიქაელ ბოტკოველი.
პეტრე კოლხი დასაჯეს, სამაგიეროდ, მღევლდამსახურების უფლება აღუდგინეს სპირიდონ ცქიფურიშვილს, მღვდელს, რომელმაც 5 ივლისს მოძალადეებს ჟურნალისტების ცემის კურთხევა მისცა, შემდეგ კი ევროკავშირის დროში დახევის კამპანიაში იყო ჩართული.
საპატრიარქო ირწმუნება, რომ სპირიდონ ცქიფურიშვილმა მოინანია მისი ქმედებები და ეს იყო მიზეზი, რის გამოცა მას მღვდელმსახურება აღუდგინეს. ასევე, თქვეს, რომ სასულიერო პირს მკაცრი გაფღტხილება მიეცა.
ცქიფურიშვლთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, მას 2 თვეა შეჩერებული აქვს მღვდელმოქმედება, ის გამოცხადდა კომისიაზე, მან ითხოვა შენდობა . ჩვენ მივმართეთ მის მმართელ მღვდელმთავარს, რომ მას აღუდგეს მღვდელმოქმედება, მიეცა მკაცირ გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში, მსგავის განცხადებების გაკეთების შემთხვევაში, მას უკვე დიდი ხნით შეუწყდება მღვდელმოქმედება, - ამბობს სასულიერო პირი.
ბოტკოველი ასევე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პეტრე კოლხი ინგლისიდან დაბრუნდება, მასთან შეხვედრა გაიმართება, ჩატარდება რიგგარეშე სინოდის ყრილობა და მის განცხადებებზე სწორედ ამ სხდომაზე იმსჯლებენ. შესაბამისად, ამ ატაპზე უცნობია, რა ვადით აქვს მღვდელმსაუხრება ჩამორთმეული პეტრე კოლხს.
აღსანიშნავია, რომ პატრიარქის მდივანს არც პეტრე კოლხის მიმართ მუქარებზე აქვს ინფორმაცია.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.