მიმართეთ სასამართლოს... - სპირიდონ ცქიფურიშვილი „პირველების“ კითხვებმა გააღიზიანა
სავარაუდო შერჩევითი სამართალი საპატრიარქოში - „პირველები“ დაინტერესდა, გეგმავს თუ არა მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი კვლავაც პოლიტიკურ განცხადებებს და ძალადობისკენ მოწოდებებს. კითხვებზე პასუხების გაცემის ნაცვლად, სასულიერო პირი თავდასხმაზე გადავიდა.
შენ გენაცვალე მე მაგ ქრისტიანულ მორალში და ქრისტეს სიყვარულში. დანაშაული თუ ჩავიდინე, მიმართეთ სასამართლოს... მატყუარა შენ! შე ცილისმწამებელო! რატომ არ მიმართავ სასამართლოს?ამდენი ტყუილები არ შეიძლება, შეურაცხყოფა მომაყენეთ. თქვენ რომ გიყურებთ ჩვენ, ქრისტიანები, ვხვდებით, როგორები არ უნდა ვიყოთ, ცრუპენტელა ცილისმწამებელო!, - თქვა სპირიდონ ცქიფურიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იმ ფონზე, როდესაც მამა პეტრე კოლხი დასაჯეს, მღევლდამსახურების უფლება აღუდგინეს სპირიდონ ცქიფურიშვილს, მღველს, რომელმაც 5 ივლისს მოძალადეებს ჟურნალისტების ცემის კურთხევა მისცა, შემდეგ კი ევროკავშირის დროში დახევის კამპანიაში იყო ჩართული.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.