ქუთაისი-ბარსელონას რეისის უკან დაბრუნების მიზეზი ცნობილია

14.02.24 14:08
ქუთაისი-ბარსელონას რეისის უკან დაბრუნების მიზეზი ცნობილია

განგაში იყო ცოტა ხნის წინ, ქუთაისის აეროპორტში - ირკვევა, რომ ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ  ინფორმაცია ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ეკიპაჟმა აფრენიდან რამდენიმე წუთში მიიღო, რის გამოც პილოტმა უკან, აეროპორტში დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. 

ფაქტს, რომ რეისის უკან დაბრუნების მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობა გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც ადასტურებს. 

განცხადების თანახმად, ადგილზე შესაბამისი უწყების თანამშრომლები არიან მობილიზებული, რომლებიც სამუშაოებს აწარმოებენ.

აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ", - ვკითხულობთ აეროპორტის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები