"ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა და ხევში გადააგდო" - ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სასტიკი მკვლელობის განაჩენი ცნობილია - თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის, 27 წლის მარიტა მაზიაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული 31 წლის ნიკა ლაჩაშვილი დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ გახმაურებული მკვლელობის საქმეზე "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა" გასული წლის ივნისში საქმის მასალები მოიპოვა, ფარულ აუდიო-ჩანაწერების მიხედვით, მკვლელობაში ბრალდებული, ნიკა ლაჩაშვილი პოლიციას და სასტიკად მოკლული ცოლის ოჯახის წევრებს სამი დღის განმავლობაში არწმუნებდა, რომ ყოფილი მეუღლის გაუჩინარების და შემდეგ მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა.
ოჯახის ინფორმაციით, საბოლოოდ, ნიკა ლაჩაშვილმა საკუთარი შვილის დედა ავტომობილში ზონარით გაგუდა. მისი ცხედარი კი კუკიას სასაფლაოზე წყლის არხში ჩააგდო, მობილური მოშორებით გადააგდო და ტერიტორია დატოვა.
ნიკა ლაჩაშვილი პოლიციამ მკვლელობიდან მესამე დღეს, განყოფილებაში დააკავა. მას გამოძიებამ პირდაპირ კითხვები დაუსვა და საბოლოოდ, ცოლის მკვლელობა აღიარა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს კი ადგილი სადაც მარიტას ცხედარი გადააგდო სამართალდამცავებს თავად უჩვენა.
მკვლელობა თბილისში გასული წლის 4 ივნისს მოხდა.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.