ოზურგეთის სასამართლო პოლიციის ალყაშია - სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული კაცის ოჯახი ამტკიცებს, რომ საქმე შეკერილია

14.02.24 15:21
ოზურგეთის სასამართლო პოლიციის ალყაშია - სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული კაცის ოჯახი ამტკიცებს, რომ საქმე შეკერილია

ოზურგეთის სასამართლო პოლიციის ალყაშია. იქ მძიმე დანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრები მივიდნენ. აქციის მონაწილეები კაცის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ.

ბექა გორგოშიძეს გამოძიება სექსუალურ დანაშაულს ედავება, თუმცა ოჯახი და ადვოკატები ირწმუნებიან, რომ საქმე შეკერილია და მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებებზე დგას. მათი თქმით, გორგოშიძე ადრეც ნასამართლევი იყო, გათავისუფლების შემდეგ პოლიცია მას ქვეყნის დატოვებას სთხოვდა, ხოლო როცა ასე არ მოხდა, ბრალდებულს საქმე შეუკერეს. 

ვინაიდან რამენჯერმეა წარსულში ნასამართლევი, მათ შორის, მკვლელობაზე, ეგ უკვე დამალული არ არის და ამიტომ სთხოვდნენ საქართველოს დატოვებას. არ წავიდა და ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი შურისძიება თუ არ ვიცი, რა დავარქვა. არის პოლიციელები მოწმეები, შეხვდნენ ღამე ბექას, ჰკითხეს რამე ხომ არ გინდა, "არა" - გაუარეს და წავიდნენ, - ამბობს ოჯახის წევრი.

შეკერილ საქმეზე საუბრობს ბექა გორგოშიძის მეუღლეც, რომელიც ირწმუნება, რომ არასწრულოვან გოგოსთან მის მეუღლეს მიმოწერა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა იქ არანაირი გარყვნილებას ადგილი არ ჰქონია და მიმოწერაში თავადაც მონაწილეობდა.  

დაურეკეს, რომ დაეტოვებინა ქვეყანა. თავისთავად, ბექამ ქვეყანა არ დატოვა, იმიტომ, რომ არაფერს აშავებდა და ადგნენ მერე და ასე შეგვიკერეს საქმე არასრუწლოვანთან მიმართებაში, ბავშვს, რომელსაც ვუვლიდით, რადგან სოციალურად დაუცველი იყო, უჭირდა მის ოჯახს. მიმოწერა არსებობს, ოღონდ არანაირი გარყვნილი ქმედების, იმიტომ, რომ ამ მიმოწერაში მეც ვიყავი უშუალო მონაწილე ანუ ხშირ შემთხვევაში, მე ვწერდი ხოლმე ბავშვს, - ამბობს გორგოშიძის მეუღლე. 

დაკავებულის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ საქმეში ერთადერთი ადამიანის ჩვენება დევს, რომელიც ურთიერთგამომრიცხავია. 

არანაირი მტკიცებულებები ამ საქმეში არ არის, ერთადერთი ჩვენება დევს, ერთი პირი ჩვენება დევს, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგოა, 6-ჯერ არის ერთი პირი აკითხული, 6-ჯერ სხვადასხვა განმარტება აქვს გაკეთებული, - ამბობს ადვოკატი.

მსგავსი სიახლეები