"პრომო გოგოების" თაღლითური სქემა - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
თაღლითობის სქემა თბილისის ერთ ერთ რესტორანში და 4 დაკავებული - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია.
ირკვევა, რომ დაკავებულები არიან თბილისის "გრინ პაბის" როგორც მეპატრონე, ისე თანამშრომლები, მათ შორის პრომო გოგოები.
რესტორანი აღარ ფუნქციონირებს. "გრინ პაბს" ლუქი ადევს, რომელიც 12 თებერვლით არის დათარიღებული.
რაც შეეხება დაკავებულებს, მათი აღკვეთის ღონისძიებაზე კი საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
დაკავებული "პრომო გოგოები" ჯერ-ჯერობით დუმილის უფლებას იყენებენ. მათი ადვოკატების თქმით, არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომლებთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა. ისინი, „პრომო გოგონების“ მეშვეობით უკავშირდებოდნენ საქართველოში ტურისტულად მყოფ უცხოელ კაცებს, რომლებსაც წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ. ამის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.