აკრძალვა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოტანაზე - ავტოიმპორტიორები მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ

14.02.24 15:40
აკრძალვა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოტანაზე - ავტოიმპორტიორები მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ

ავტოიმპორტიორები მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ და პრემიერს რეაგირებას სთხოვენ. პრობლემა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების საქართველოში შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებაა. ცვლილება ძალაში 2024 წლის იანვარში შევიდა, თუმცა იმპორტიორები ამბობენ, რომ დიდმა ნაწილმა ავტომობილების ამ ვადებში შემოყვანა ვერ მოასწრო, რის გამოც ფინანსური პრობლემები ექმნებათ. 

რესპუბლიკის მოედანზე ავტოიმპორტირების აქცია რამენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც რამდენიმე მოთხოვნა გაჟღერდა. ისინი საქართველოს მთავრობას სთხოვენ, 1 დეკემბრამდე შეძენილი მანქანების ქვეყანაში შემოყვანის უფლება მისცენ. 

ვითხოვთ, რომ თარიღი გადაიწიოს ავტომობილების ჩატვირთებთან დაკავშირებით, რაც გავიარეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ისე აღმოჩნდა ბოლოს, რომ საბუთი, რომელიც მოითხოვეს, იმ თარიღთან შეუსაბამობაში აღმოჩნდა და მოუწიოათ ავტოიმპორტიორებს ხელახლა გარეთ გამოსვლა და ხელახლა ამ მოთხოვნებსი წაყენება. კონკრეტული მოთხოვნა ის არის, რომ ან 1 დეკემბრამდე შეძენილი მანქანები განბაჟდეს პრობლემის გარეშე ან 31 ეკემბრამდე ჩატვირთულ ავტომობილებს მიეცეთ უფლება, რომდარეგისტრირდნენ ჩვენს ქვეყანაში, - ამბობს პროტესტის მონაწილე.  

მსგავსი სიახლეები