ამ დროის მონაცემებით თვითმფრინავზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დასტურდება - აეროპორტების გაერთიანება
"ქუთაისში, ერთ-ერთი ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე ავრცელებს.
მისი ცნობით, მგზავრების შემოწმება ამ დროისთვის უკვე დასრულებულია და ისინი გაფრენის დარბაზში არიან განთავსებულები.
ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება, მგზავრების შემოწმება სრულად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში, აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს, 19:00 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს და განვაგრძობთ საჰაერო ხომალდების მიღებას. არცერთ სხვა რეისს არ ქონია შეფერხება და დაგვიანება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საჰაერო ხომალდს, ჩვენი კომპეტენცია აქ არ არის და შესაბამისი სამსახურები ასრულებენ პროცედურებს. დარწმუნებული ვარ, ისინი თავად გააკეთებენ განცხადებას, თუმცა ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მოცემული მომენტისთვის მიღებული ინფორმაცია არანაირად არ დასტურდება“, – განაცხადა ქარქაშაძემ. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]
განგაში იყო ცოტა ხნის წინ, ქუთაისის აეროპორტში - ირკვევა, რომ ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაცია ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ეკიპაჟმა აფრენიდან რამდენიმე წუთში მიიღო, რის გამოც პილოტმა უკან, აეროპორტში დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.