მლნ-ები მოსამართლეების პრემიებსა და დანამატებში - "სასამართლო გუშაგი" საგანგაშო კვლევას აქვეყნებს
სასამართლო კლანის ჯილდო მოსამართლეებს და თანამშრომლებს - უწყებაში მილიონები პრემიებში და დანამატებში დახარჯეს. კვლევას "სასამართლო გუშაგი" აქვეყნებს.
მონაცემებით დადგინდა, რომ მილიონები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი და საერთო სასამართლოების თანამშრომლებმა პრემიის სახით აიღეს. საუბარია 30 მლნ ლარზე, ხოლო დანამატებში 117 მლნ ლარზე მეტი.
კვლევის დროს დადასტურდა ისიც, რომ ბოლო წლებში სასამართლო სისტემაში რეკორდულად გაიზარდა შტატგარეშე ასაქმებული თანამშრომლების რაოდენობაც. მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ შტატგარეშე თანამშრომლები სასამართლო კლანის წევრებთან იყვნენ კავშირში. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საჭიროა, შეიქმნას დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მოსამართლეები ვალდებულები გახდიან დეკლარაციაში მათი ნათესავების სამუშაო ადგილი მიუთითონ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისეთი თანამშრომლების რაოდენობა ძალიან გაზრდილია როგორიც არის შტატგარეშე თანამშრომლები. ეს, ფაქტობრივად, დღევანდელი მონაცემებით აჭარბებსშტატიანი თანამშრომლების რაოდენობას და რა თქმა უნდა, ყურადღებას იქცევს, იმიტომ, რომ ასეთი გზით იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფრო მარტივად ახერხებს, რომ სასურველი კადრები დაასაქმოს სისტემაში. ვინაიდან კანონით არ იზრდება ხელფასი, სასამართლო სისტემა ცდილობს, რომ დანამატებით აღმოფხვრას ეს პრობლემა და ბოლო წლებში ძალიან მაგალითად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანამატი, მაგალიტად, მხოლოდ ჩინჩალაძის დანამატი აჭარბებს 4 ათას ლარს, - ამბობს "სასამართლო გუშაგის" დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი.
სასამართლო სისტემაში პრობლემაა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებითაც.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.