მსოფლიოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ორგანიზაციები აკრედიტაციის კონკურსის ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ

14.02.24 18:33
მსოფლიოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ორგანიზაციები აკრედიტაციის კონკურსის ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ

მსოფლიოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ორგანიზაციების 5 ქოლგა გაერთიანება საკანონმდებლო ორგანოს წერილით მიმართავს - ისინი საქართველოში რუსეთის მიერ შექმნილი ორგანიზაციისთვის მინიჭებული აკრედიტაციის შეჩერებასა და კონკურსის ახლიდან ჩატარებას მოითხოვენ.

ქოლგა გაერთიანებები წერილში წერენ, რომ საავტორო უფლებათა ასოციაცია პროცედურული ხარვეზის გამო არ დაუშვეს კონკურსზე, რაც ცხდაყფოს უსამართლობას.

ქოლგა გაერთიანებები, საქართველოში რუსეთის მიერ შექმნილი ორგანიზაციისთვის (GERA - ახალი სახელი IPOA) მინიჭებული აკრედიტაციის გაუქმებას და კონკურსის ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ, რადგან პროცესი არასამართლიანად და გაუმჭვირვალედ წარიმართა. 

გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას საქპატენტის მიერ 2023 წლის 29 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლითაც, GCA (საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია) პროცედურული ხარვეზის გამო გამოეთიშა კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის კონკურსს. 

საქპატენტის გადაწყვეტილება ბადებს სერიოზულ კითხვის ნიშნებს არა მხოლოდ პროცესის სამართლიანობაზე, გამჭვირვალობაზე და თანაბარ, არადისკრიმინაციულ მოპყრობაზე, არამედ, ასევე ახდენს ძალიან მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სფეროს მომავალზე.
საქართველოს მთავრობისგან მკაცრად მოვითხოვთ სიტუაციაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას. აკრედიტაციის პროცესი უნდა ჩატარდეს ხელახლა, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე და ქვეყანაში არსებულ ყველა ორგანიზაციას უნდა მიეცეს თანაბარი წვდომა მასზე." - ნათქვამია წერილში.

მსგავსი სიახლეები