"პრომო გოგონების" თაღლითური სქემა - როგორ ძარცვავდნენ ტურისტებს?
გაშიფრულია პრომო გოგონების თაღლითური სქემა. "გრინ პაბის" თანამშრომლები ციხეში გაუშვეს, რესტორანს კი სადაც დანაშაულებრივი სქემა დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდა, ბოქლომი დაადეს. გამოძიებით ირკვევა, რომ სავარაუდო თაღლითობას რესტორნის ადმინისტრატორი თანამშრომელ გოგონებთან ერთად გეგმავდა, რის შედეგადაც საქართველოში ტურისტებად ჩამოსულ მამაკაცებს ძარცვავდნენ.
პრომო გოგონები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ, მათ თავს რესტორან "გრინ პაბში" აპატიჟებინებდნენ და შემდეგ იმაზე გაცილებით დიდი რაოდენობის თანხას ახდევინებდნენ, ვიდრე შეკვეთილი მომსახურება ღირდა. თუ ვინმე არ გადაიხდიდა, მათ მიმართ შანტაჟი და თანხის ძალადობრივი გზით ამოღება იწყებოდა. ახლა დაკავებული ქალების წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება უცხო ქვეყნების დაზარალებული მოქალაქეების ჩვენებებია.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.