რისთვის მოკლეს 47 წლის ფელიქს კაპანოვი? - ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი მიკროავტობუსების მძღოლების რეკეტს უკავშირდება

14.02.24 20:28
რისთვის მოკლეს 47 წლის ფელიქს კაპანოვი? - ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი მიკროავტობუსების მძღოლების რეკეტს უკავშირდება

 

 

რისთვის მოკლეს  47 წლის კაცი?  პირველივე სასამართლო სხდომაზე ავლაბარში მომხდარი დანაშაულის ორი სავარაუდო მოტივი გახდა ცნობილი. ფელიქს კაპანოვის მკვლელობას წინ ქურდულ სამყაროსთან საქმის გარჩევა უძღოდა. დაპირისპირება დაკავებულ ძმებსა და კაპანოვს შორის მიკროავტობუსების მძღოლების რეკეტს მოყვა.  ედვინ ბაგიშვილი და კარლო გალოიანი კვლავ დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა დანაშულის მოტივზე  მათი ოჯახის წევრები საუბრობენ.

მძღოლების რეკეტთან ერთად გამოძიება მკვლელობის მოტივის კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს. არ არის გამორიცხული, ავლაბარში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება წარსულში არსებულ უთანხმოებას   უკავშირდებოდეს. ირკვევა, რომ მოკლულს 4 წლის წინ მამხილებელი ჩვენება ერთ-ერთი ძმის წინააღმდეგ ჰქონდა მიცემული, რაც მაშინ ედვინ ბაგიშვილის დაკავების მიზეზი გახდა. მოკლული კაპანოვი სასჯელს იხდიდა, თუმცა  მას შემდეგ რაც მან  ციხე დატოვა, ძმებმა შურისძიება გადაწყვიტეს და სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები