სახლში სამზე მეტი ცხოველის ყოლა იკრძალება - კიდევ რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ინიციატივა?
თუ სახლში სამზე მეტი შინაური ცხოველი გყავთ, მალე მოგიწევთ, ჯარიმა გადაიხადოთ, ან თანხმობა მეზობლებს სთხოვოთ. საქართველოს პარლამენტი ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომლის ინიციატორიც დეპუტატი ბითაძეა. იკრძალება ძაღლების შეყვანა სკოლაში, ბაღში, უნივერსიტეტში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე. ასეთ შემთხვევაში შინაური ცხოველის პატრონს ფულადი ჯარიმა დაეკისრება.
საკანონმდებლო ინიციატივა მთელ რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი, როგორ უნდა მოგვარდეს ქვეყანაში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.