ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა, გამოძიება დაწყებულია - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა, ან ნივთიერება არ აღმოჩნდა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გომელაურის უწყების დანაყოფებმა ბორტზე შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები გაატარეს.
რეისის 148-ვე მგზავრმა შემოწმება გაიარა და მათ აეროპორტში სათანადო მომსახურება გაეწიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად, თვითმფრინავის ბორტზე, რეისის ნომრით W66417, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ოპერატიულად განახორციელეს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება. აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, – აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცოტა ხნის წინ ქუთაისის აეროპორტში განგაში იყო - ირკვევა, რომ ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაცია ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ეკიპაჟმა აფრენიდან რამდენიმე წუთში მიიღო, რის გამოც პილოტმა უკან, აეროპორტში დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.