საქართველოში ჩინეთის საელჩო ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
საქართველოში ჩინეთის საელჩო ტურისტებს მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ქვეყანაში კრიმინალის რიცხვა მოიმატა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პირად უსაფრთხოებასა და ქონებას.
უწყების მიერ გავრცელებული ცნობებით, ჩინელთა ტურისტების გარკვეულმა ნაწილმა ძარცვის შედეგად დოკუმენტები და ფული დაკარგა.
ზოგიერთი ჩინელი ტურისტის თქმით, აეროპორტში და სხვა ტურისტულ ადგილებში, ხშირია კამათი ტაქსის მძღოლებთან. ჩვენ ვურჩევთ ტურისტებს შეიძინონ ადგილობრივი SIM ბარათები, ჩამოტვირთონ ტაქსის აპლიკაცია მკაფიოდ მითითებული მარშრუტებითა და ფასებით და ასევე მოერიდონ არალიცენზირებული ტაქსით სარგებლობას, რათა არ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლი", - წერია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.