დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა - დაკავებულია ერთი პირი

30.06.21 10:40
დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა - დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.  ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მცხეთა - მთიანეთის რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი,  ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 12 900 ლარს აღემატება, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სსკ მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
 

მსგავსი სიახლეები