„სახლებში არ გვიშვებენ" - ობსერვატორიის თანამშრომლების აქცია

15.02.24 13:56
„სახლებში არ გვიშვებენ" - ობსერვატორიის თანამშრომლების აქცია

აბასთუმნის ობსერვატორიის მაცხოვრებლების პროტესტი გრძელდება - ხალხი, ვისაც საკუთარ ბინებში აღარ უშვებენ, მთავრობაში მრგვალი მაგიდის შექმნას ითხოვენ. ობსერვატორია ახლა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. უკვე წელზე მეტია ხალხს ეუბნებიან, რომ ტერიტორიაზე რემონტია, რის გამოც არც გარედან შიგნით უშვებენ ვინმეს და თუ ვინმე ობსერვატორიიდან გამოვა, ჭიშკარი მათთვისაც იკეტება. 

იძულებით გამოსახლებულები ამტკიცებენ, რომ გასულ წეელს დაგეგმილი სამუშაოებიდან მხოლოდ ორი შესრულდა რვა პუნქტიდან. დილიდან ხალხი ობსერვატორიის თბილისის ოფისთანაა შეკრებილი.

აქ შეკრების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეს აბსურდული ბრძანება, რომელიც არაფერს არ ეფუძნება, გრძელდება. გრძელდება ადამიანებისთვის ნერვების მოშლა და წვალება და არ თავდება. იმის მაგივად, რომ პრობლემა გადაწყდეს დადებითად და ჰუმანურად, კიდევ იგონებენ ახალ დაბრკოლებებს და ბარიერებს. ეს არის მთავარი მიზეზი ჩვენი პროტესტის. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ მთავრობას, გვიშველონ, გამზადებული გვაქვს წერილიც. ტერიტორიაზე ოჯახის წევრების ნაწილს უშვებენ, ნაწილს არ უშვებენ. მაგალიტად, სიძე და რძალი დ კატეგორიაა, რომელიც ვერ შევა. ბავშვის ბებია ვერ შევა, არასრულწლოვანი შვილიშვილი შედის, სრულწლოვანი ვერა. ფაქტია, რომ ათასგვარ ბარიეს იგონებენ, ოღონდ არ შევიდნენ. ჰკითეთ, აბა რა არის ამის მზიეზი და რა უნდათ ჩვენგან.იმიზეზებენ მასშტაბურ რაბილიტაციას, რომელიც რეალურად არ მიმდინარეობს. ჩვენ ვაწარმოებთ ყოველდღიურ ვიდე-მონიტორინგს და არანაირი მასშტაბური რეაბილიტაცია არ მიმდინარეობს, მიდის მხოლოდ ღობის და რაღაც სასადილოს რეაბილიტაცია. ეს ტენდერი უნდა დაიწყოს აპრილში, იქამდე სამი თვეა და ეს თვეები უნდა იყოს დაკეტილი და არც არაფერი არ ხდება", - ამბობს აქციის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები