ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა

15.02.24 14:00
ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა

68 წლის ასაკში, მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ქართული კინოს მშვენება, ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა.
გამოსვენება კვირას,წინამძღვრიშვილის 112"- წერს ეკა ხერხეულიძე.

ხათუნა კოტრიკაძემ პირველი როლი 15 წლის ასაკში, სოსო ჩხაიძის ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“ შეასრულა. მას მონაწილეობა მიღებული აქვს რამდენიმე ცნობილ ქართულ ფილმში. მათ შორის „მხიარული რომანი“ და „მოიტაცეს თამარ ქალი“. კოტრიკაძემ სამსახიობო კარიერა ადრეულ ასაკში დაასრულა. 

მსგავსი სიახლეები