გაუჩინარებული ვაქცინები - საკითხს ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების წარმომადგენლებთან არკვევს
გაუჩინარებული ვაქცინები - ჯანდაცვის მინისტრი საკითხის გარკვევას ამჯერად კლინიკების წარმომადგენლებთან ცდილობს. ამ წუთებში ეკატერინე ტიკარაძე უწყებაში სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს ხვდება. ჯანდაცვის მინისტრს აინტერესებს, რამდენად სწორად გადანაწილდა „ასტრა ზენეკას“ დოზები. განსახილველი თემა ასევე, იმუნიზაციის პროცესი იქნება.
ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ გვაინტერესებს და ალბათ საზოგადოებასაც, ვაქცინებით მომარაგებაა, როდის შემოვა ვაქცინები. თუ ჩვენ გადაწყვეტით გვეცოდინება, რომ უახლოესი კვირეების განმავლობაში „ასტრა ზენეკა“ საქართველოში ვერ შემოვა, მაშინ უნდა იყოს განხილული ალტერნატიული ვარიანტი, რას ვთავაზობთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გაიკეთეს „ასტრა ზენეკას“ ვაქცინა, პირველი დოზა, - აცხადებს ერთ-ერთი კლინიკის წარმომადგენელი.