ცნობილი გახდა რამდენი დახარჯა პრეზიდენტმა საკუთარი დანაზოგიდან ვიზიტებში

15.02.24 15:46
ცნობილი გახდა რამდენი დახარჯა პრეზიდენტმა საკუთარი დანაზოგიდან ვიზიტებში

ცნობილი გახდა რამდენი დახარჯა პრეზიდენტმა საკუთარი დანაზოგიდან ვიზიტებში -  2024 წლის 29 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპის ქვეყნებში ვიზიტების განსახორციელებლად  48 217,46 ლარი დახარჯა.

საგულისხმოა, რომ თანხის დანიშნულებაში პრეზიდენტმა მიუთითა  - "ევროპის ქვეყნებში ვიზიტების განსახორციელებლად გაწეული პირადი ხარჯები".

ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წელს ხელფასის სახით 84 221 ლარი აიღო, საიდანაც 55 275 ლარი ქველმოქმედებაში დახარჯა.

29 იანვრის მონაცემებით, პრეზიდენტის საბანკო ანგარიშებზე იყო: 27 ათას ევრომდე და 29 ათას დოლარამდე თანხა.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მოპოვების მიზნით, კამპანია საქართველოს პრეზიდებტმა გასულ წელს დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს მთავრობამ  ოფიციალურ ვიზიტებზე უარი უთხრა, თუმცა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ევროპაში ლიდერებს მაინც შეხვდა. 

 

მსგავსი სიახლეები