შედგება თუ არა დიდი შეხვედრა მეუფე დიმიტრისა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორის?
მეუფე დიმიტრის შიოლაშვილის გარემოცვის პირველი გამოხმაურება დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შემდეგ - ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის თანაშემწე პირველებთან საუბარში ამბობს, რომ მეუფემ დაკავებული დეკანოზის გასათავისუფლებლად ყველაფერი გააკეთა - მათ შორის შეწყალების თხოვნით მიმართა პრეზიდენტებსაც.
მეუფე დიმიტრიმ ორგზის მიმართა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომ გაეთავისუფლებინა. ორგზის მიმართა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საპატრიარქოდან წერილი მოითხოვა და შემდგომ გაათავისუფლებდა, ეს წერილი გაიგზავნა დაზარალებულის მხრიდან. შემდგომ პირადი კომუნიკაციის საშუალებით, მეუფე დიმიტრის მამა გიორგის გათავიუფლებასთან დაკაბშირებით საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ჩვენთვის გაუგებარია, მეტი რა უნდა გაეკეთებინა, ყველა იურიდიული ფორმა იქნა გამოყენებული, რათა მამა გიორგი გათავისუფლებულიყო"- აცხადებს ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს თანაშემწე.
"პირველების" ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მეუფე დიმიტრი ბოლო რამდენიმე თვეა საზღვარგარეთ გადის მკურნალობას. შესაბამისად, შედგება თუ არა დიდი შეხვედრა მეუფესა და დეკანოზს შორის 7 წლიანი პატიმრიბის შემდეგ უცნობია.
დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს მისი მხარდაჭერის გამბედაობა არ აღმოაჩნდა.
პატიმრიბიდან გათავისუფლებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მას მხარდაჭერას უცხადებდნენ.
გუიორგი მამალაძეს9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ადვოკატების განცხადებით, დეკანოზს ვადამდე ადრე გათავისუფლება შეეხო.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.