თუ საჭირო გახდა, შარლ მიშელსაც ჩამოვიყვანთ - ხაზარაძე მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე

30.06.21 11:31
თუ საჭირო გახდა, შარლ მიშელსაც ჩამოვიყვანთ - ხაზარაძე მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე

„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ამბობს, რომ ვიდრე პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს და პარლამენტიდან გავა, მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შესაჩერებლად ბევრი სხვა ღონისძიება აქვს დაგეგმილი. ხაზარაძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა, საქართველოშ შარლ მიშელიც კი ჩამოიყვანოს. 

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ღონისძიება დაგეგმილი, რომ ეს უმსგავსო, ქვეყნისთვის საწინააღმდეგო პროცესი გავაჩეროთ. ეს იქნება უკიდურესი ზომა, მაგრამ მანამდე ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. თუ საჭირო გახდა, შარლ მიშელსაც ჩამოვიყვანთ თავიდან, რომ კიდევ ერთხელ წაუკითხოს „ქართულ ოცნებას“ , თუ რა წერია მასში, - განაცხადა ხაზარაძემ. 

სტრატეგიული პარტნიორების მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლება სასამართლო კლანის გაძლიერებასთან დაკავშირებით დაწყებულ პროცესს აგრძელებს. მმართველი გუნდი მოსამართლეების დამტკიცებას ოპოზიციის გარეშე გეგმავს.